суббота, 17 сентября 2016 г.

დღე მესამე

ტრენინგზე გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავების პრინციპს, ამ კითხვების ნიმუშებს სწავლების საფეხურების შესაბამისად, ცალ-ცალკე გავეცანით სამივე სახის (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი) კითხვებს, დავწერეთ პროექტების შესაბამისი სამივე სახის კითხვები და განვიხილეთ მათი შესაბამისობა საკითხსა თუ მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფებთან. ტრენინგის მსვლელობა იყო საკმარისად საინტერესო და  შევიძინე მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც დამეხმარება პროექტის გეგმის სრულყოფილად შედგენაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий